Lacote-ს ლაბორატორია 1986 წელს დაარსდა ეგიდიო სიენას მიერ, რომელიც გახლავთ ექპერტი კოსმეტიკურ პროცედურებში , ასევე ზღვის დიდი მოყვარული . სიენამ იმოგზაურა ზღვისპირა ქალაქ ბრესტში , სადაც ადგილობრივი მეთევზეებიდან შეიტყო ზღვის წყალმცენარეების იმ სარგებლიანობის შესახებ რომელიც ჯერ კიდევ უცნობი იყო საზოგადოებისათვის . მან აღმოჩინა რომ მეთევზეებისათვის ზღვის წყალმცენარეები,  თევზებისა და მოლუსკების  მსგავსად მნიშვნელოვანი  და საინტერესო იყო  . გადმოცემის თანხმად მეზღვაურები და მეთევზეები 1600 წლიდან აგროვებდნენ ზღვის წყალმცენარეებს ,  რომელიც ზღვის ფსკერიდან დანადგარ ,,scoubidou” – ს დახმარებით გამოჰქონდათ ნაპირზე  . წყალმცენარეები კი ბუნებრივად შრებოდა , მზისა და ნიავის დახმარებით.  აშრობდნენ მანამ ვიდრე  ფხვიერ,  ფქვილივით მასად არ გადაიქცეოდა . მიღებული ნატიურალური, ბუნებრივი , სუფთა კონცენტრატი კი შეიცავდა ოლეგო-ვიტამინებს , მინერალებსა და  ვიტამინებს . ამ გზით დამუშავებული ზღვის წყალმცენარეები უხსოვარი დროიდან  გამოიყენებოდა რევმატიზმებისა და ზედმეტი ცხიმის სამკურნალოდ .

იტალიაში დაბრუნებული ეგიდიო სიენა პირადად შეუდგა ზღვის წყალმცენარეების მოქმედების შემოწმებას .  მან თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით წყალმცენარეებს დაუმატა ტალახი , თიხა და ნატურალური ექსტრაქტები . მიღებული პროდუქტი კი შემოწმდა ლაბორატორიაში რათა მეცნიერულად დარწმუნებულიყო მის სარგებლიანობიაში . პროდუქციის კვლევაში მონაწილობას იღებდნენ მოხალისე ქალბატონები რომლებიც კრემებსა და ტალხებს ისვამდნენ თეძოებისა და დუნდულების არეში  . პირველივე გამოყენების შემდეგ მოხალისეებს ჰქონდათ მტკიცებულება იმისა რომ მათ მოიკლეს გარშემოწერილობაში , ხოლო კანი ხდებოდა უფრო გლუვი და ელასტიური .

გადამწყვეტი ნაბიჯი კი 1990 წელს გადაიდგა როდესაც ეგიდიო სიენა ახალ გაფართოებულ კომპანიას ხსნის სახელად LACOTE ,  რომელიც მჭიდრო კავშირშია ქიმიკოსებთან და ბალახეულობით მკურნალობის მცოდნეებთან .

LACOTE  მდებარეობს იტალიაში სან – პროსპეროში .

LACOTE -ს მიღწევებს შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა მეცნიერეთა ჯგუფებთან ,,ცხოვრებაში ნატურალური რესურსების გამოყენების” ფარგლებში , რომლის  მიზანი იყო ზღვის წყალმცენარეების გამოყენება  საჭმელ და კოსმეტოლოგიურ სფეროში  . ამას გარდა შემუშავებულ იქნა ათობით კოსმეტიკური საშუალება გუამის ზღვის წყალმცენარეების გამოყენებით   .

დღეისათვის ამ პროდუქციის უნიკალურობა და შეუდარებელი მოქმედება შეფასებულია მსოფლიო მაშტაბით .

GUAM გვევლინება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრენდად კოსმეტიკის მსოფლიო ბაზარზე .

GUAM ზღვის წყალმცენარეები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ცელულიტით  გამოწვეული დეფექტების აღსადგენად .