GUAM ლეგინგსი შორტი-ქამარი “ბრტყელი მუცელი” -ზომა S/M(42-44)

სპეციალური შორტი-ქამარი Guam „ბრტყელი მუცელი“ -ზომა S/M(42-44) შეიცავს მიკროინკაფსულირებულ ზღვის წყალმცენარეს Guam და კოფეინს. გააჩნია ლიპოლიზური და გრძელტალღოვანი ინფრაწითელი გამოსხივების (FIR) მოქმედება. რომელიც წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
გააჩნია მიზანმიმართული მოქმედება სხეულის გარშემოწერილობის შემცირებისკენ *
აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
კანი უფრო მტკიცე და ელასტიური ხდება
ამაღლებს კანის ტონუსს და სიმკვრივეს.
* სხეულის გარშემოწერილობის შემცირება – არ ნიშნავს წონის შემცირებას.
განკუთვნილია მუცლის და დუნდულოების გასამკვრივებლად და რემოდელირებისთვის**.
** რემოდელირება არ ნიშნავს წონის დაკარგვას.

შორტი-ქამარი Guam უზრუნველყოფს ორმაგ ეფექტს –1. მიკროინკაპსულირების მოქმედებას, რაც უზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების ნელა გამოთავისუფლებას, რომლებიც შეიწოვება კანის მიერ და 2. როგორც მასაჟისა და ინფრაწითელი სხივების ეფექტი, რასაც უზრუნველყოფს შორტი-ქამარის ქსოვილის ზემოქმედება კანზე. ასეთი კომპლექსური ეფექტი უზრუნველყოფს კანის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

როგორ მოქმედებს?
შორტი-ქამარი Guam „ბრტყელი მუცელი“ მზადდება ინტელექტუალური ბოჭკოსაგან EMANA ®, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ კრისტალებს, რომლებსაც შეუძლიათ სხეულის სითბოს შეწოვა, რათა შემდგომ დააბრუნოს შორი ტალღის ინფრაწითელი გამოსხივების (F.I.R.) სახით. შორი (ხანგრძლივი) ტალღის ინფრაწითელი გამოსხივება არის ელექტრომაგნიტური ტალღა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნორმალური მდგომარეობისთვის. მათ მოქმედებას იყენებენ მედიცინაში თერაპიული მიზნებისთვის.
ბიოლოგიურად აქტიური მინერალები, რომლებსაც შეიცავს ქსოვილი EMANA ®, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და, კერძოდ, კანქვეშა მიკროცირკულაციას. ინტეგრირებულია რა ქსოვილში, მათი გავლენა გრძელდება შორტის გაცვეთამდე. ქსოვილში ჩამონტაჟებული მიკროკაპსულები (კოფეინი და წყალმცენარე GUAM) გამოდის და ტოვებს კანზე წყალმცენარე Guam-ის აქტიურ ინგრედიენტებს. მიკროკაპსულები მოქმედებს მანამ, სანამ ყველა აქტიური ინგრედიენტი, რომლებიც თანდათანობით გამოთავისუფლდებიან მიკროინკაპსულაციის ტექნოლოგიით, არ ამოიწურება. ჩვეულებრივ ეს ხდება შორტის გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
ამავე დროს, შორტის მრავალრიცხოვანი გარეცხვის შემდეგაც, EMANA ® ქსოვილის დადებითი მოქმედება კანის ელასტიურობაზე გრძელდება ქსოვილში შემავალი აქტიური მინერალური კრისტალების წყალობით.
Guam-ის ლეგინსები იმდენად კომფორტულია, რომ მათი ტარება თავისუფლადაა შესაძლებელი მთელი დღის განმავლობაში. მოძრაობისას მასაჟდება, მკვრივდება და რემოდელირდება მუცელი, თეძო და დუნდულოების ყველაზე პრობლემური ზონები. ეს კი დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
ინფრაწითელი სხივების ეფექტი გრძელდება ლეგინსების გაცვეთამდე. ხოლო წყალმცენარეების მიკროინკაპსულირების ქმედება მცირდება გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. Guam-ის წყალმცენარეებისა და ინფრაწითელი სხივების სინერგიული ეფექტის შესანარჩუნებლად, 3 კვირიანი ვადით გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია შორტების ჩაცმამდე წაისვათ კანზე Guam-ის წყალმცენარეების შემცველი GUAM ფანგო კრემი აქტიური.
უშუალოდ ამ პროდუქტის შერჩევა განისაზღვრა კრემის თვისებებითა და ფუნქციონალური თვისებებიდან გამომდინარე.

შემადგენლობა: მიკროინკაფსულირებული წყალმცენარე GUAM, წყალი, კაპრილის კაფსულების ტრიგლიცერიდი (capric caprylic triglycerides), კოფეინი, წყალმცენარე ლამინარიას ფხვნილი.

ქსოვილი Emana ® არის დაპატენტებული ტექნოლოგია და უსაფრთხოა კანისთვის. ეს უკვე ტესტირებული და დადასტურებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით. ქსოვილი Emana ® სერთიფიცირებულია Oeko-Tex ® I კლასის საერთაშორისო ტესტირების სისტემით.

OEKO-TEX ® სტანდარტი 100 – ეს არის ერთიანი მსოფლიო დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც განკუთვნილია ტექსტილის ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქტების ტესტირებისა და სერტიფიცირებისთვის გადამუშავების ყველა სტადიაზე. აგრეთვე გამოყენებული მასალები. პროდუქტის კლასი I: პროდუქტები ჩვილი და 3 წლამდე ასაკის  და ბავშვებისათვის (საცვლები, სლაიდერები, ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, პირსახოცები და ა.შ.)

94.96

Compare
შორტ-ქამარი GUAM

XS – S

S – M

 L -XL

წელის გარშემოწერილობა, სმ

60-64

68-80

84-96

თეძოს გარშემოწერულობა, სმ

88-90

94-106

110-122

იტალია

38-40

42-44

46-50

ევროპა

34-36

38-40

42-46

აშშ

4-6

6-12

14-20

დიდი ბრიტანეთი

6-8

10-16

18-24

გამოყენება:

შორტების ქვეშ აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ქვედა საცვალი. გამოყენების პირველ დღეს, საჭიროების შემთხვევაში, გააფართოვეთ ქსოვილი ხელებით. შორტები ადაპტირდება სხეულის ფორმის შესაბამისად პირველი რამდენიმე გამოყენების შემდეგ. გამოყენების შედეგების ტესტირება ხდებოდა 30 დღის განმავლობაში 6 საათით ტარებისას.
ფერი: შავი
შორტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ორსულობის შემდეგ.
გაფრთხილება: ორსულობის დროს არ გამოიყენოთ!
გარეცხეთ 40° C რეჟიმით





preloader