GUAM ტანის ანტიცელულიტური და ლიპოლიტური (ცხიმების დამდნობი) კრემი TOURMALINE გამათბობელი ეფექტით 200მლ

ტანის ანტიცელულიტური და ლიპოლიტური (ცხიმების დამდნობი) კრემი TOURMALINE გამათბობელი ეფექტით 200მლ

უნიკალური ლიპოლიტური კრემი სპეციალურად შემუშავებულია როგორც „ჩალაგებული“ ცხიმების დონის შესამცირებლად პრობლემურ უბნებში (თეძო, დუნდულოები, ხელი), ასევე ცელულიტის სამკურნალოდ მის გვიან სტადიებშიც კი (1,2,3 სტადიები).

კრემის ლიპოლიტური და ანტიცელულიტური მოქმედება განპირობებულია კრემში შემავალი რამოდენიმე უნიკალური კომპლექსის ინტენსიური ზემოქმედებით.

კრემის ინოვაციური ფორმულაა სამკურნალო ინფრაწითელი გამოსხივება FIR, რომელიც წარმოიქმნებაგანსაკუთრებული მინერალის შავი ტურმალინის ნანონაწილაკებისგან, რაც აძლიერებს კრემის ლიპოლიტურ და ანტიცელულიტურ მოქმედებას. FIR სხივები აღწევს კანის ღრმა ფენებში, ასტრიმულირებს ქსოვილში ჩამდგარი ზედმეტი სითხის, ტოქსინების, შლაკების და ორგანიზმისთვის სხვა მავნე ელემენტების გამოდევნას. ამაღლებს უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციალს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ნივთიერაბათა ცვლის პროცესს, ახდენს  სპეციფიკური უჯრედული სტრუქტურების და ფერმენტების უმრავლესობის მოქმედების აქტივიზირებას. FIR სხივებით სხეულის შეთბობა ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას და აღდგენას, ხსნის შეშუპებას, ახდენს დეტოქს ზემოქმედებას.  შედეგად _ ჩქარდება ცხიმების დაშლისა და ჰიპოდერმიდან გამოდევნის პროცესი, სწორდება მიკრორელიეფი, მკვრივდება და იჭიმება ელასტო-კოლაგებური ჩარჩო, მაღლდება კანის სიმკვრივე და ელასტიურობა.

SILOXANETRIOL-CAFFEINE (ალგინის მჟავას ეთერზეთი, რომელიც მიღებულია კოფეინის შემცველი წყალმცენარეების სილიციუმთან შეერტებით). IN VITRO დამტკიცებულია კომპლექსის ეფექტურობა ლიპოლიზის (უნარი დაშალოს ცხიმმჟავები ჰიპოდერმის დონეზე) პროცესში.

ზღვის წყალცენარე GUAM-ის კონცენტრირებული ექსტრაქტი (21%) – ლამინარია და ბუშტუკებიანი ფუკუსი – ახდენს რემოდელირებად მოქმედებას, აღადგენს ქსოვილის სტრუქტურას პრობლემურ ადგილებში.

„მოხდენილობის ფიტოკომპლექსი“ (სუროს, ცხენის წაბლის, აზიური ცენტერას, ბალბის და არყის ხის ფოთლების ექსტრაქტები) აძლიერებს მიკროცირკულაციას და ლიპოლიტურ მოქმედებას, აძლიერებს მიკროცირკულაციას, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

მეთილნიკოტინატი _ წარმოებულია ნიკოტინის მჟავა ან ნიაცინისგან (ვიტამინი B3) ს აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც იწვევს კანის გახურებას სისხლძარღვების გაფართოების გზით, მიკროცირკულაციის გაძიერებას. უზრუნველყოფს სხვა კომპონენტების ღრმა შეღწევადობას.

68.71

Compare
Weight 200 g
აქტიური ინგრედიენტები:

Guam® წყალმცენარების (ლამინარია, ბუშტუკებიანი ფუკუსი) ექსტრაქტი, შავი ტურმალინის მიკრონაწილაკები, ლიპოლიტური კომპლექსი SILOXANETRIOL-CAFFEINE ,"მოხდენილობის კომპლექსი" – სუროს, ცხენისწაბლას, აზიური ცენტელას, ბალბის და არყის ხის ექსტრაქტები, შის ზეთი, მინდვრის პენიკის თესლის ზეთი, მეთილნიკოტინატი.

გამოყენება:

კრემის მცირე რაოდენობა დაიტანეთ პრობლემური უბნების წინასწარ გასუფთავებულ კანის ზედაპირზე, დაიმასაჟეთ სრულ შეწოვამდე. რეკომენდებულია კრემის გამოყენება დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) არაუმცირეს 1 თვის განმავლობაში.

გაფრთხილება:

პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი, სასიამოვნო სითბოს შეგრძნება და კანის შეწითლება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც გაგრძელდება რამოდენიმე წუთს წასმული კრემის რაოდენობის მიხედვით.
მერიდეთ კრემის მოხვედრას ლორწოვან გარსზე. გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელი!





preloader