ალბათ დამეთანხმებით ზღვა, მზე და მითუმეტეს ოკეანის ბრიზი რომ ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთ მოქმედებს. შეგიმჩნევიათ თუ როგორ იცვლება სხეულის კონტურები 1 კვირის განმავლობაში წყალში ცურვის ან სულაც პასიური „ჭყუმპალაობის“ შემთხვევაში? როგორ მკვრივდება და როგორ ხდება კანი უფრო გლუვი და მბზინავი? ზღვის მაგიური მოქმედება ჯანმრთელობისა და სხეულის სილამაზის საკეთილდღოდ უკვე დიდი ხნის წინ აღიარეს ცნობილმა ექიმებმა და კოსმეტოლოგებმა: ზღვის წყლის, კლიმატის და ზღვის წარმოშობის ორიგინალური პროდუქტების სისტემური გამოყენება თალასოთერაპიის სახელითაა ცნობილი. ზღვის ტალახი, ქვიშა და წყალმცენარეები კი ამ თერაპიის უმთავრესი ელემენტებია.
სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ წყალმცენარეები ხმელეთის მცენარეებისგან განსხვავებით გამოირჩევიან მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. ზღვის პროდუქტების სასარგებლო თვისებების შესწავლით 1986 წლიდან იტალიური ინსტიტუტი LACOTE დაინტერესდა. სწორედ ამ ინსტიტუტის წყალობით და ძალისხმევით შეიქმნა მსოფლიოში ახლა უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი „წყალცენარეები GUAM” – რამოდენიმე სახეობის ზღვის წყალმცენარეების უნიკალური ნაზავი, შეგროვებული სწორ დროს (მაისდან აგვისტოს ჩათვლით), გამოშრობილი მზეზე, დაქუცმაცებული და მიკრონიზირებული. მაქსიმალურად ბუნებრივი ტექნოლოგიის წყალობით (წყალმცენარეების შესაგროვებელი იარაღები არ შეცვლილა ანტიკური ხანიდან) წარმოების პროცესი საშუალებას იძლევა კონცენტრანტში მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას ვიტამინების, მიკროელემენტების და პროტეინების უდიდესი ნაწილი, რაც კანის სილამაზის და ჯანმრთელობის საწინდარია.
ინსტიტუტ LACOTE-ს კლინიკურმა გამოკვლევებმა დაადასტურეს წყალმცენარეების ეფექტურობა მრავალი კოსმეტიკური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათგან უმთავრესი ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაა. წყალმცენარეები GUAM-ით შექმნა რევოლუციური პროდუქტი კანქვეშა ცხიმების საწინააღმდეგოდ. მთავარ მიღწევად კი „ზღვის ტალახი“ ითვლება, რომელიც წყალმცენარეების და კაოლინის ნაზავია. ამ პროდუქტის ეფექტი პირველივე გამოყენებიდან თვალშისაცემია. როგორც „ცხელი“ (აქტიური შეთბობის ეფექტით) ასევე „ცივი“ (გამაგრილებელი ეფექტით) შეფუთვის პროცედურები მომენტალურად ჭიმავს კანს, ამკვრივებს და ამცირებს სხეულის პრობლემური ადგილების გარშემოწერილობას. გარდა ამისა GUAM-ი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ააქტიურებს ტოქსინების გამოდევნას კანის უჯრედებიდან. კომპლექსური ანტიცელულიტური პროგრამა, შემუშავებული მკვლევარების მიერ შედგება შეფუთვითი პროცედურების და კრემებისგან, როგორც მთელი სხეულისთვის, ასევე კონკრეტულ, ლოკალურ პრობლემურ ადგილებზე გამოსაყენებლად. აქტიური პროდუქტების გამოყენება, წყალმცენარეები GUAM-ის შემცველობით, ასევე რეკომენდებულია ცელულიტის პროფილაქტიკისთვის, ანუ მის წარმოქმნამდე, პრევენციის მიზნით.